25 აპრილი 2024,   12:16
ვრცლად
ნაძალადევის გამგეობის შეცვლილი გადაწყვეტილება სოციალურად დაუცველი დედა-შვილის დახმარებაზე

ნაძალადევის გამგეობა ბარბაქაძეების ოჯახს 2 თვის განმავლობაში ბინის ქირას გადაუხდის. ნაილი ბარბაქაძისა და მისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის საქმე გუშინ ნაძალადევის გამგეობაში სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა. „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი, ზალიკო უდუმაშვილი დედა-შვილისთვის ბინის ქირის გადახდას ითხოვდა.

ნაძალადევის გამგეობაში აცხადებდნენ, რომ უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, ბარბაქაძეების ოჯახი იმ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, რომელიც ბინის ქირის კომპენსაციისთვის აუცილებელია. თუმცა, დღეს ისინი განმარტავენ, რომ გამონაკლისის დაშვებაც შესაძლებელია.

გამგეობაში განმარტეს, რომ ბარბაქაძეების ოჯახს ბინის ქირის გადახდა ადრეც შესთავაზეს, თუმცა ოჯახმა უარი სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ შენობაში ფართის დაკანონების იმედით თქვა, რაც შეუძლებელი აღმოჩნდა. ნაილი ბარბაქაძე აცხადებს, რომ იმ ფართიდან, სადაც წლებია ოჯახი ცხოვრობს, რამდენიმე თვის წინ გამოასახლეს. მას შემდეგ კი, დახმარებას რაიონის მუნიციპალიტეტისგან ითხოვდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები