19 აპრილი 2024,   07:45
ვრცლად
ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად 3 ქართველი სამხედრო დაიჭრა

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, რამდენიმე წუთის წინ ძლიერი აფეთქება მოხდა. თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად, 3 ქართველი სამხედრო მომსახურე დაიჭრა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის, უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მას ახლა ოპერაციას უტარებენ.

ტერორისტული აქტისას ასევე მსუბუქად დაიჭრნენ სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე. ისინი ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში ინტენსიურ მკურნალობას გადიან.

დღის ამბები