პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერი, დავით ბაქრაძე ხაშურში შეკრებილ აუდიტორიას შეხვდა. დავით ბაქრაძემ შეკრებილებს პარტიის მიზნებსა და საარჩევნო პროგრამაზე ესაუბრა.
დღესვე პარტიის ლიდერმა ხაშურში გამგებლობის კანდიდატი წარადგინა. ხაშურში "ევროპული საქართველოს" სახელით გამგებლობისთვის ნატალია კიკაძე იბრძოლებს.
„ევროპული საქართველოს" ამოცანაა, არჩევნებით, მშვიდობიანად შევცვალოთ ხელისუფლება და ამ ცვლილებების შედეგი მივიტანოთ თითოეულ ოჯახამდე,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ბაქრაძის თქმით, ნატალია კიკაძეს პოლიტიკური გამოცდილება აქამდე არ ჰქონია.