16 აპრილი 2024,   18:34
ვრცლად
არც ერთი საათი არ იქნება შემცირებული ქართულ ენაზე გაკვეთილები - მურად ჯიოევი

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგ შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა ახალგორში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვას შეეხებოდა. როგორც ცნობილია, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოხვდნენ, გარკვეული პრობლემები შეექმნათ.  

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენელი მურად ჯიოევი აცხადებს, რომ ქართულ ენაზე სწავლებაზე რაიმე შეზღუდვა არ იქნება. მისი თქმით, ქართული ენის სწავლა ახალგორის რაიონში არ აიკრძალება.

„რაც შეეხება ლენინგორის რაიონის სკოლებში სწავლას, დეტალურად განვუმარტეთ, რომ მშობლიურ ენაზე სწავლა არ იკრძალება. საუბარია იმაზე, რომ ლენინგორის რაიონის სკოლები შეუერთდნენ სამხრეთ ოსეთის განათლების საერთო სისტემას. დღეს არსებობს 6 ქართული და ამ სკოლებში სასწავლო პროცესი ქართულ ენაზე მიმდინარეობს, მაგრამ წელს, პირველი კლასიდან იწყება ოსურ ენაზე სწავლაც, შემდეგ დაემატება ინგლისური ენაც, ასე რომ, არც ერთი საათი არ იქნება შემცირებული ქართულ ენაზე გაკვეთილები. ემატება ოსურ ენაზე სწავლაც,“ - აცხადებს ჯიოევი.

განცხადება გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ.

„ჩვენ აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ ამ პროცესს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი, უკიდურესად მგრძნობიარეა,“ - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

დღის ამბები