20 აპრილი 2024,   12:33
ვრცლად
პეტიცია ირაკლი ჩხვირკვიას გათავისუფლების შესახებ - შეფასებები ოპოზიციურ სპექტრში

„დღეს ქვეყანაში ჩვენ ვხედავთ ძალადობას, რომელიც წახალისებულია ხელისუფლების მიერ,“ - ეს განცხადება „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ირაკლი კინაველიძემ ბათუმში მომხდარი არეულობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩხვირკვიას საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

კიკნაველიძე მიიჩნევს, რომ ადამიანები განცხადებების გამო არ უნდა ისჯებოდნენ.

„დღეს ქვეყანაში ჩვენ ვხედავთ ძალადობას, რომელიც წახალისებულია ხელისუფლების მიერ, რომელსაც ხელს აფარებს ხელისუფლება, არ სჯის მოძალადეებს და სასაცილო კია, როდესაც ერთი, უპასუხისმგებლო განცხადების გამო, ირაკლი ჩხვირკვიას ციხეში ამდენი ხანი აჩერებენ,“ - განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი აკაკი მინაშვილი ირაკლი ჩხვირკვიას დაკავებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს.

„ეს არის "ქართული ოცნების" სახე. ის რეალურად არ მისდევს სამართლიანობის პრინციპს, მისი მთავარი მზიანია პოლიტიკურ ოპონენტებს შეუზღუდოს აქტივობები და ამის მაგალითია ირაკლი ჩხვირკვია,“ - აცხადებს მინაშვილი.

პოლიტიკური მოძრაობის ”სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარის ნიკა მაჭუტაძის აზრით, ხელისუფლება ირაკლი ჩხვირკვიას პატიმრობაში ყოფნით, საკუთარი უმოქმედობის გადაფარვას ცდილობს.

განცხადება გააკეთა პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” პოლიტიკურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ, რომელიც ასევე აცხადებს, რომ ირაკლი ჩხვირკვია ხელისუფლების პოლიტიკური პატიმარია.

პოლიტიკური მოძრაობა "ახალი საქართველოს" წევრებმა პროკურატურას პეტიციით მიმართეს. განაცხადს ხელს 20-მდე ოპოზიციური პარტია და საზოგადოებრივი მოძრაობა აწერს.

დღის ამბები