18 აპრილი 2024,   19:52
ვრცლად
ქარიშხალმა ირმამ კარიბის ზღვის კუნძულებზე 10 ადამიანი იმსხვერპლა

ქარიშხალმა ირმამ კარიბის ზღვის კუნძულებზე 10 ადამიანი იმსხვერპლა. მეხუთე კატეგორიის სიძლიერის შტორმმა ყველაზე მეტად ორი კუნძული, ბარბუდა და სენ მარტენი დააზარალა. შენობების 95 პროცენტი მთლიანად დანგრეულია.

სტიქია ამ დროისთვის პუერტო რიკოს უტევს, სადაც ძლიერ ქარს წვიმაც ახლავს. წყლის დონე ქუჩებში უკვე ერთ მეტრს აღწევს. რამდენიმე საათში ქარიშხალი ირმა დომინიკელთა რესპუბლიკას და ჰაიტის მიუახლოვდება, შემდეგ კი ფლორიდას გადაუვლის.

შტატში უკვე სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა. რეგიონს ირმას გარდა, საფრთხეს უქმნის კიდევ ორი შტორმი ხოსე და კატია, რომლებიც მექსიკისკენ მიემართებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები