23 აპრილი 2024,   11:13
ვრცლად
ორივეგან მოჩანს პუტინის ყურები - მიხეილ სააკაშვილი მისი ექსტრადირების მოთხოვნაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ბრიუსელში ევროპარლამენტარებს შეხვდა. მათთან საუბრის თემა 10 სექტემბრისთვის მიხეილ სააკაშვილის გეგმებს შეეხებოდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართული და უკრაინული მხარეები მისი ექსტრადირების საკითხით დაინტერესების გამო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკვეთებს ასრულებენ.

„ის, რომ ერთმანეთს აბრალებენ უკრაინის ოლიგარქატის წარმომადგენლები და ქართული ოლიგარქიის მონები ჩემს საკითხს, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რაღაცას, ორივე იტყუება. ორივე არიან ჩვეულებრივი ცრუპენტელები, ჩვეულებრივი ნაძირლები, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან და სამართლიანობასთან. ორივე ასრულებს პუტინის დაკვეთას, ორივეგან მოჩანს პუტინის ყურები. მართლა ბრმა უნდა იყო, რომ არ დაინახო,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, მეგობრებთან ერთად ისეთი გამოსავლის ნახვას ცდილობს, რომელიც ოლიგარქიული რეჟიმის დასრულებას შეუწყობს ხელს და ხალხს არ დააზარალებს.

პოლონელი ევროდეპუტატი, იაცეკ სარიუშ-ვოლსკი იმედოვნებს, რომ უკრაინა ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე შეუშვებს საზღვარზე მიხეილ სააკაშვილს. ევროპარლამენტარი შესაძლოა, 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილს გაჰყვეს პოლონეთიდან და დააკვირდეს მოვლენების განვითარებას.

„დემოკრატიული წესების თანახმად კი, ჭეშმარიტი და კანონიერი მიზეზის გარეშე პირისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის უფლება არავის აქვს. ასე, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა შეუშვან უკრაინაში და მოქალაქეობის ჩამორთმევაზე გადაწყვეტილებაც გააუქმონ,“ - აცხადებს იაცეკ სარიუშ-ვოლსკი.

მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში შეხვედრებს ორი დღის განმავლობაში მართავდა და ევროპის დედაქალაქი მან დღეს დატოვა.

დღის ამბები