16 აპრილი 2024,   19:11
ვრცლად
600 ათას ლარიანი საფეხმავლო ხიდის პროექტი და წინასწარი მოგებიდან "ოცნებისთვის" შეწირული თანხა

600 ათას ლარიანი საფეხმავლო ხიდის პროექტი, რომლის განხორციელებიდან მიღებული მოგება ბიზნესმენმა წინასწარ "ქართულ ოცნებას" შესწირა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ თბილისის მერიაში დამკვიდრებული პრაქტიკა, წინასაარჩევნოდ სულ უფრო მასშტაბური ხდება. "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენები, სავარაუდოდ პარტიისთვის მსხვილი შემოწირულობის პირობით, უპრობლემოდ იღებენ მრავალმილიონიან შეკვეთებს. 

მერიაში ამტკიცებენ, რომ კომპანიის ხელმძღვანელის პოლიტიკურ სიმპათიებს და ნაჩუქარ ფულს ხელშეკრულების გაფორმებაზე გავლენა არ მოუხდენია, თუმცა ირკვევა, რომ "კონსტრაქშენ" სერვისის ხელშეკრულების გაფორმებიდან, 5 დღეში კონტრაქტში ცვლილებები შევიდა და მერიამ ბიზნესმენ გიორგი გაბუნიას მოთხოვნა დააკმაყოფილა, რომელიც 600 ათასი ლარიდან წინასწარ 60%-ის ჩარიცხვას ითხოვდა. ხიდის აშენების შემდეგ “კონსტრაქშენ” სერვისის მოგება 32 ათასი ლარი დარჩება, დაახლოებით იგივე თანხა, რაც მან "ქართულ ოცნებას" შესწირა.

დავით ნარმანიას უწყებაში ამტკიცებენ, რომ სასწრაფო წესით "თბილისი მოლთან" საფეხმავლო ხიდის აშენება შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გახშირებული ავარიების გამო მოითხოვა და"კონსტრაქშენ" სერვისი მისი იაფი ფასის გამო, ბაზრის კვლევის შედეგად შეარჩიეს, თუმცა ეს დოკუმენტები, რომელიც კვლევის შედეგებს ასახავს, მერიაში არ არსებობს.

დიღომში საფეხმავლო ხიდის მშენებლობა არჩევნების წინ დასრულდება. ხელშეკრულების თანახმად „კონსტრიქშენ“ სერვისმა ხიდის მონტაჟი ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს.

დღის ამბები