24 აპრილი 2024,   10:32
ვრცლად
"კურიერის" მოპოვებული ბრძანება - ქეთი დოლიძეს სამხატვრო ხელმძღვანელის სტატუსი 3 სექტემბერს ამოეწურა 

ქეთი დოლიძეს თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის სტატუსი, ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, 3 სექტემბერს ამოეწურა. თუმცა, თავად ყოფილი მმართველი ამბობდა, რომ უფლებამოსილება მას 17 სექტემბერს ეწურებოდა. დოლიძე დღემდე ამტკიცებდა, რომ 17 სექტემბრამდე მას პოსტიდან ვერ გაათავისუფლებდნენ, რადგან ხელშეკრულების ვადა ამ დღეს იწურებოდა.

დღეს "კურიერმა" კულტურის ყოფილი მინისტრის გურამ ოდიშარიას ბრძანება მოიპოვა, სადაც წერია, რომ დოლიძე პოსტზე 3 სექტემბერს დაინიშნა და თანამდებობაზე ყოფნის ვადა უკვე ამოწურული აქვს.

დოლიძე თუმანიშვილის თეატრის მმართველის კაბინეტის დატოვებას არ აპირებს. რეჟისორი კულტურის მინისტრს დაზავების ახალ გეგმას სთავაზობს და თეატრში დარჩენას რიგითი რეჟისორის სტატუსით ითხოვს.

მთელი დღის განმავლობაში "კუკარაჩას" რეჟისორი თეატრში იმყოფებოდა, თუმცა მისი ბრძანებით შენობაში „კურიერის“ გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს. ხმაურიან ბრალდებებზე დოლიძის ინტერვიუს მოპოვების მცდელობის დროს კი, თეატრის დაცვამ დაცვის პოლიცია გამოიძახა.

ავტორი: თამთა ჯიქია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები