25 აპრილი 2024,   04:03
ვრცლად
კახი კალაძემ ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახი კალაძემ ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა. მმართველი გუნდიდან ნაძალადევის რაიონში საკრებულოს მაჟორიტარად დავით ჭელიძე დაასახელეს.

შეხვედრაზე მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა. კახი კალაძე ადგილობრივებს არსებული პრობლემის გადაჭრას დაპირდა.

„ჯერ კიდევ დარჩენილია კონკრეტული ქუჩები, კონკრეტული უბნები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს და ეს გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია მეტროს რეაბილიტაცია, როგორც ვაგონების, ასევე სამგზავრო ბაქნების. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ მოვაგვაროთ და მოვაწესრიგოთ სოციალური პრობლემები,“ - განაცხადა კახი კალაძემ.

დღის ამბები