24 აპრილი 2024,   21:17
ვრცლად
"მოსამართლე კაკაბაძემ საკუთარი და ქართული სასამართლოს რეპუტაცია შელახა"- ფადი ასლი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ამავე ინსტანციის მოსამართლის, ვლადიმერ კაკაბაძის სარჩელის განხილვა ფადი ასლის წინააღმდეგ დაიწყო. ფადი ასლიმ სასამართლოს თავისი მოსაზრება გააცნო. ბიზნესმენი მოსამართლეს კორუმპირებულს უწოდებს. 

მოსამართლე საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარეს ღირსებისა და პატივის შელახვის გამო უჩივის. საქმე ეხება ფადი ასლის საჯარო განცხადებებს, სადაც მან რამდენიმე საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების გამო, ვლადიმერ კაკაბაძეს კორუმპირებული მოსამართლე უწოდა.

კაკაბაძე შელახული საქმიანი რეპუტაციისა და უსაფუძვლო ბრალდებებისთვის 20 000 ლარიან კომპენსაციას ითხოვს, ფადი ასლი კი, საკუთარი განცხადებების უკან წაღებას არ აპირებს.

„გავიმეორე, რომ ვლადიმერ კაკაბაძე არის კორუმპირებული მოსამართლე და ვერაფერი შეცვლის ჩემს ამ მოსაზრებას, ვერც მუქარა და ვერც სასამართლოს გადაწყვეტილება. მოსამართლე კაკაბაძემ კორუმპირებული გადაწყვეტილების მიღებით საკუთარი და ქართული სასამართლოს რეპუტაცია შელახა. სასამართლო კაკაბაძისნაირი მოსამართლეებისგან უნდა გაიწმინდოს,“- განაცხადა ფადი ასლიმ.

 

დღის ამბები