20 აპრილი 2024,   08:48
ვრცლად
დავით ოქიტაშვილს სურდა შავი პიარის აგორება პროფკავშირების თავმჯდომარის მიმართ - ოქიტაშვილის ყოფილი მხარდამჭერი

პროფკავშირის თავმჯდომარეობის კანდიდატს, დავით ოქიტაშვილს ყოფილი მხარდამჭერი დეპუტატ გია ჟორჟოლიანის წინააღმდეგ შავი PR კამპანიის აგორებაში ადანაშაულებს. გიგა ქურხაშვილის თქმით, ოქიტაშვილი მას სოციალური ქსელის მეშვეობით ჟორჟოლიანის საწინააღმდეგო მასალების გავრცელებას სთხოვდა.

ქურხაშვილის თქმით, თავმჯდომარეობის კანდიდატმა მას შავი PR-ის აგორება პროფკავშირების მოქმედი თავმჯდომარის წინააღმდეგაც დაავალა.

„მე ამ ფაქტებს უშიშროება მაწვდისო და მთავარია, რომ გვაქვს ჩვენ ეს კადრები... მთხოვა, რომ დამედო ჟორჟოლიანის ფოტო, შუაში მიცვალებული გირგვლიანის ფოტო და შემდგომ პეტრიაშვილის ფოტო და დამეწერა პოსტი, რომ გია მფარველობს ამ მკვლელს,“ - განაცხადა ქურხაშვილმა.

თავად კულტურის პალატის თავმჯდომარე კი ქურხაშვილს პეტრიაშვილის მოგზავნილ პროვოკატორს უწოდებს.

„პეტრიაშვილი არის ბანდიტი. პეტრიაშვილის ეპოქა, ბრეჟნევის ეპოქა დამთავრდა... მე ვიცი, რომ გავიმარჯვებ,“ - აცხადებს დავით ოქიტაშვილი.

ირაკლი პეტრიაშვილი კი აცხადებს, რომ პროფკავშირების არჩევნებში ხელისუფლება ჩარევას ცდილობს.

დღის ამბები