25 აპრილი 2024,   07:40
ვრცლად
ბრიტანეთის ელჩი თბილისის მერობის კანდიდატს, ელენე ხოშტარიას შეხვდა

ბრიტანეთის ელჩი, ჯასტინ მაკენზი სმიტი წინასაარჩევნო გარემოს ეცნობა. დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი დღეს „ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატს, ელენე ხოშტარიას შეხვდა.

ბრიტანეთის ელჩმა მერობის კანდიდატისგან მიიღო ინფორმაცია, თუ რამდენად თანაბარ კონკრეტულია გარემო პოლიტიკური სუბიექტებისთვის.

ელენე ხოშტარიამ შეხვედრაზე ხელისუფლების მხრიდან წინა საარჩევნო კამპანიაში, ადმინისტრაციული რესურსის ჩართულობაზე, სახელმწიფო თანხების გამოყენებაზე და სოციალურად დაუცველი პირებით მანიპულირებაზე ისაუბრა.

„ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო პროცესში დემოკრატიული ქვეყნების ჩართულობა.

დღის ამბები