20 აპრილი 2024,   00:21
ვრცლად
"კურიერის" ექსკლუზივი - მარია გროშევსკა სიმართლის დადგენას საქართველოს პროკურატურას თხოვს

პოლონელი დეპუტატი, რომლის მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა ვარშავის ერთ-ერთ რესტორანში, სავარაუდოდ, ქართული სპეცსამსახურების თვალთვალის ობიექტი იყო, ამ საქმის გამოძიებას უკვე თბილისიდან ითხოვს.

რუსი პრანკერების მიერ გავრცელებულ ჩანაწერში, სავარაუდოდ შს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი დეტალურად ყვება, სად ვის და რა მიზნით ხვდება მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში. მარია გროშევსკა სიმართლის დადგენას საქართველოს პროკურატურას თხოვს.

მარია გოშევსკამ „კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ყველა დონის შეხვედრაზე სკანდალური აუდიო ჩანაწერის საქმეზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

ხელისუფლებასთან ოფიციალური მოლაპარაკებების შემდეგ, მარია გოშევსკა მატროსოვის ციხეში მივიდა და საკანში საქართველოს ყოფილ პრემიერს ვანო მერაბიშვილს შეხვდა. გოშევსკა ამბობს, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია. მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური დევნის ობიექტი გახდება მიხეილ სააკაშვილიც, თუ მას უკრაინაში დააკავებენ და საქართველოს გადმოსცემენ.

მარია გროშევსკა საქართველოში კიდევ რამდენიმე დღეს დარჩება და კვირას, კახეთში გრიგოლ ფერაძის მუზეუმის გახსნას დაესწრება.

დღის ამბები