18 აპრილი 2024,   08:21
ვრცლად
100 ათას-ლარიანი კონტრაქტი - შსს-ს მიერ გამოცხადებულ სამ ტენდერში გამოძალვაში ბრალდებულის კომპანიამ გაიმარჯვა

თაღლითობის ბრალდებით სასამართლოში მიმდინარე პროცესის პარალელურად, ბიზნესმენები სახელმწიფოსთან 100 ათას-ლარიან კონტრაქტებს დებენ. თაღლითობაში ბრალდებული ბიზნესმენის, თეიმურაზ შარვაშიძის კომპანიასთან, შსს-მ სამი კონტრაქტი გააფორმა და ჯამში 100 ათას ლარზე მეტი გადაურიცხა.

ფინანსური ოპერაციები მაშინ სრულდებოდა, როდესაც „ივერია მოტორსის“ დამფუძნებელს პროკურატურამ ბრალი წაუყენა და საქმეს უკვე სასამართლო განიხილავს.

კომპანია „ივერია მოტორსის“ მფლობელს და თაღლითობაში ერთ-ერთ ბრალდებულს, თეიმურაზ შარვაშიძეს „კურიერის“ სატელეფონო ზარებისთვის არ უპასუხია.

რატომ ჭიანურდება სასამართლოს გადაწყვეტილება, როდესაც საქმეში ბრალდებულების წინააღმდეგ 65 მოწმე და მტკიცებულებები არსებობს, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს პროკურორსაც.

საქმეში ძალოვანი უწყებების გარდა საპატრიარქოც ფიგურირებს. თაღლითობაში ბიზნესმენ თეიმურაზ შარვაშიძესთან ერთად ბრალდებული გიზო შარვაშიძე საპატრიარქოს სახელს სასამართლო სხდომების გაჭიანურების მიზნით ხშირად იყენებდა.  

საპატრიარქო ბრალდებულ შარვაშიძესთან კავშირს უარყოფს. ამას მოწმობს დეკანოზ მამა მიქაელ ბოტკოველის მიერ ხელმოწერილი ოფიციალური წერილიც, სადაც წერია, რომ საპატრიარქოს გიზო შარვაშიძისთვის რაიმე ქმედების შესრულება არ დაუვალებია.

დღის ამბები