23 აპრილი 2024,   18:28
ვრცლად
მერობის ოპოზიციური კანდიდატების წინაღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანია Facebook-ზე

თბილისის მერობის ოპოზიციური კანდიდატების წინაღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანია სოციალური ქსელებით მოახლოებული არჩევნების შესამჩნევი ტენდენციაა. ვებგვერდები „სამართლიანი არჩევნების" შუალედურ წინასაარჩევნო ანგარიშში მოხვდა.

გვერდები Facebook-ზე წინასაარჩევნოდ გააქტიურდა და ოპოზიცური კანდიდატების წინააღმდეგ დასპონსორებულ პოსტებს ავრცელებს, რაც არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნით, წინასაარჩევნო აგიტაცია და უკანონო შემოწირულობაა.

ვინ დგას ამ კამპანიის უკან უცნობია, თუმცა ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისთვის სამართლიანმა არჩვენებმა აუდიტის სამსახურს გადაუგზავნა.

ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნოდ ბიუჯეტი 37 მუნიციპალიტეტში შეიცვალა და თანხები ძირითადად სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე გადანაწილდა. ანგარიშის ავტორებს ეჭვი აქვთ, რომ მსგავსი პროექტების დაფინანსების ზრდის მიზანი წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის სასარგებლოდ ამომრჩეველთა კეთილგანწყობის გაზრდაა.

ანგარიშის მომზადების პერიოდში ფიზიკური დაპირისპირების ორი, ზეწოლა-მუქარის ორი, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების – ერთი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების – სამი, დამკვირვებლისთვის ხელისშეშლის – ერთი ფაქტი მოხდა. საუბარია საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ხარვეზებზეც.

ანგარიშში 24 ივნისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით წინასაარჩევნო პერიოდია შეფასებული.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები