25 აპრილი 2024,   01:19
ვრცლად
კიევის ცენტრში მანქანა აფეთქდა, რომელსაც ქართული ნომრები ჰქონდა 

კიევის ცენტრში აფეთქება მოხდა. ბესარაბიის მოედანთან "ტოიოტას" მარკის ავტომობილი აფეთქდა, რომლიც ქართული ნომრით გადაადგილდებოდა. ადგილზე დაიღუპა მამაკაცი, მძიმედ დაიჭრა ქალი, რომელიც მანქანას მართავდა. მათთან ერთად მყოფი ბავშვი უვნებელი გადარჩა.

უკრაინული მედიის ცნობით გარდაცვლილი ეროვნებით ჩეჩენი თემურ მახაურია, რომელიც ასევე რუსლან პაპასკირის სახელითაა ცნობილი. პაპასკირი ჩეჩნური ბატალიონის რიგებში იყო და ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში იბრძოდა. მიმდინარეობს გამოძიება. აფეთქების ადგილზე მისული ნათესავები აცხადებდნენ, რომ თავდასხმის უკან რუსული სპეცსამსახური დგას.

დღის ამბები