25 აპრილი 2024,   02:17
ვრცლად
მარილის და შაქრის ნაკლებშემცველიანი საკვები სკოლებში

განათლების მინისტრმა იმ სიახლეების შესახებ ისაუბრა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ელოდებათ.

ალექსანდრე ჯეჯელავამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თბილისის რამდენიმე სკოლაში კვირაში ერთხელ ბავშვებს ვაშლები დაურიგდებათ.

„მაღალშაქრიანი, მაღალმარილიანი პროდუქტები აღარ დახვდებათ ბავშვებს და ძალიან დიდი ნაბიჯია გადადგმული ამ მიმართულებით,“ - აცხადებს ალექსანდრე ჯეჯელავა.

მისი თქმით, უკეთ გადამზადებული დირექტორები და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები დახვდებიან ბავშვებს სკოლებში.

მინისტრის თქმით, ახალი სასწავლო წლისთვის 300-მდე სკოლა რეაბილიტირებულია.

დღის ამბები