პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველოს ლიდერი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა. გიორგი ვაშაძემ ჯანი ბუკიკიოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ქართული ოცნების დესტრუქციული პოზიციის თაობაზე.
საუბარი შეეხო ჩაშლილი მოლაპარაკების პროცესსაც, რომელიც 6 სექტემბერს უნდა გამართულიყო.
„ის, რაც ხდება ახლა ხდება კონსტიტუციასთან მიმართებაში, ეს ნიშნავს სახელმწიფო ფუნდამენტის რღვევას,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.