19 აპრილი 2024,   22:28
ვრცლად
არ გამოვრიცხავ, რომ მეუფე დიმიტრიზეც ყოფილიყოს ხელისუფლებიდან ზეწოლა - მეუფე პეტრე

მეუფე დიმიტრის მიერ მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს პასუხობს. მეუფე დიმიტრის თქმით, სწორედ მეუფე პეტრეს გამო გაუჩნდა მოსახლეობას გადაჭარბებული წარმოდგენა შორენა თეთრუაშვილის გავლენების შესახებ და მოსამართლემაც, გარკვეულწილად, ამის გამო მიიღო გადაწყვეტილება.

„მოულოდნელი ჩემთვის ის იყო, რომ არათუ მეუფე არ დამიკავშირდა და არ ჩამოვიდა გერმანიიდან, დავუშვათ ოპერაციამდე, ან დაკავებისთანავე, ლოგიკური, დავუშვათ, რომ დალოდებოდა პატრიარქს და მასთან ერთად ჩამოსულიყო, მაგრამ ჩამოსულზე რომ მამაოს არ მოინახულებდა, ან მე, მასთან შესულ და გასაუბრებულ ადამიანს და მღვდელმთავარს, არ დამელაპარაკებოდა, ან აზრს არ გავცვლიდით, არ ვიმსჯელებდით, რა თქმა უნდა, ეს იყო მოულოდნელი და ამან, რა თქმა უნდა, ბევრი ეჭვი ლოგიკური გააჩინა,“ - განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეუფემ ასევე აღნიშნა, რომ მამა გიორგი მამალაძის მიერ ბოლო სიტყვაში აღნიშნული ფაქტი, რომ მის ახლობლებზე ზეწოლა მიდიოდა, არ გამორიცხავს, რომ მეუფე დიმიტრიზეც ყოფილიყო ზეწოლა.

„ფაქტია, მამაო ადასტურებს, რომ მასზე იყო ზეწოლა, რომ მას დაესახელებინა მის თანამზრახველებად მეუფეს სიძე, პატრიარქის დაცვის უფროსი და თავად მეუფე და, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა ამის გარეშე. რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო მეფის ეს პოზიცია, თუ არა რაღაცა მსგავსი ფაქტები,“ - აცხადებს მეუფე პეტრე.

ამ ეტაპზე მეუფე პეტრე თავს იკავებს საკუთარი პოზიციის გაცხადებისგან, თუ რატომ არ დაუდგა მხარში მეუფე დიმიტრი და მისი თქმით, „საქმე გვაქვს არაღირსეულ საქციელთან“.

დღის ამბები