24 აპრილი 2024,   01:28
ვრცლად
ვაპირებთ, პარლამენტს ჰიჯაბის აკრძალვის ინიციატივით მივმართოთ - კახა კუკავა

„ეს უნდა იყოს მთავრობა, რომელიც ორიენტირებული იქნება საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე,“ - ასე ხსნის დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს   თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კუკავა, წინასაარჩევნო კლიპში ეროვნული მთავრობის არსებობის აუცილებლობას.

კუკავამ აღნიშნა, რომ არალეგალური მიგრანტების დეპორტაცია მისი გუნდის საარჩევნო პროგრამაშია.

„ჩვენ ვაპირებთ ჰიჯაბის აკრძალვას და ვაპირებთ, რომ ამ საკანონმდებლო ინიციატივით მივმართოთ პარლამენტს,“ - განაცხადა კახა კუკავამ.

დღის ამბები