20 აპრილი 2024,   05:40
ვრცლად
კახა კუკავა ოპოზიციიდან მთავარ კონკურენტად ზალიკო უდუმაშვილს მიიჩნევს

დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კუკავა, აცხადებს, რომ მერობის კანდიდატებთან - ირმა ინაშვილთან და ალეკო ელისაშვილთან, ელექტორატის გაყოფა მოუწევს.

კუკავა აცხადებს, რომ ირმა ინაშვილს შეხვდა, შეთავაზა გაერთიანება, თუმცა, შეთანხმება ვერ შედგა.

ის ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველს თბილისის მერობის კანდიდატად მის მხარდაჭერას სთავაზობს.

„ნაციონალების ელექტორატშიც არის ბევრი ისეთი, რომელსაც უნდა უბრალოდ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა. მე მათ მინდა, ვუთხრა, ზალიკო უდუმაშვილი ვერ იქნება ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტი. ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას რაც სჭირდება, რა თქმა უნდა, ის ჩვენ უფრო გვაქვს,“ - განაცხადა კახა კუკავამ.

დღის ამბები