19 აპრილი 2024,   14:22
ვრცლად
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მერად გახდომის შემთხვევაში, თბილისში გარეუბნები აღარ იარსებებს

„თბილისი ლიდერ ქალაქებს შორის“ - ამ დაპირებას ამომრჩეველს პოლიტიკური ერთობა ახალი საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი ვაშაძე, აძლევს.

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ თბილისის მერად გახდომის შემთხვევაში, თბილისში გარეუბნები აღარ იარსებებს.

"ყველა უბანში უნდა იყოს თავისი ცენტრი, ყველა უბანს უნდა ჰქონდეს თავისი ფუნქცია, განვითარების სტრატეგია," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

გიორგი ვაშაძე „ზემიზანზე“ საუბრისას აღნიშნავს, რომ თბილისი უნდა იყოს მთავარი ღერძი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.

„სამი მიმართულებისგან შედგება ჩვენი პროგრამა, - ეს არის კომფორტი და უსაფრთხოება, განათლება და წარმატება, დასაქმება და განვითარება. მთავარი, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, ეს არის სრულიად განსხვავებული პროექტები, რომელსაც დავიწყებთ, მაგალითად, თბილისის საჰაერო ჰაბი, თბილისის სმარტ ფინანსური ჰაბი,“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

მისი თქმით, ამ ყველაფრის განხორციელება ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, შესაძლოა, გაკეთდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ, თუ ის ხელისუფლებას დაითანხმებს, როდესაც ხალხისგან ლეგიტიმაცია ექნება.

 

დღის ამბები