„ვაპირებთ, ძველი ქალაქი 15 ზონად დავყოთ,“ - ასე აფასებს პოლიტიკური ერთობა ახალი საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი ვაშაძე, თბილისის ძველი უბნების განვითარების გეგმას.
„15 ზონად ვაპირებთ დავყოთ ძველი ქალაქი, ბუნებრივ ზონებად, რაც არის. მაგალითად, ვერცხლის უბანი განსხვავებულია ჩუღურეთისგან, სოლოლაკი კიდევ განსხვავებულია,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძე აცხადებს, რომ 15 ზონად დაიყოფის შემდეგ ქალაქის ცხოვრების გაცოცხლებასაც მოახერხებენ.
„ძველ ქალაქში გვაქვს ძალიან ბევრი ისტორიული ის, რაც შეგვიძლია, გავაცოცხლოთ იმ ძველი ქალაქის ცხოვრება, როგორი ცხოვრება იყო და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება ყველასთვის და სწორედაც შექმნის სამუშაო ადგილებს და ახალ მიზიდულობის ცენტრს,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.