25 აპრილი 2024,   11:38
ვრცლად
ვაპირებთ, რომ ბილ გეითსის ფონდთან გვქონდეს პირდაპირი თანამშრომლობა - გიორგი ვაშაძე

„ქალაქს სჭირდება სწორი მართვა,“ - ეს განცხადება ახალდაფუძნებული კოალიცია ერთობა - ახალი საქართველოს კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში გააკეთა.

„თბილისი უნდა იყოს პლატფორმა წარმატებისთვის, ახალგაზრდებისთვის, უფროსი თაობის ადამიანებისთვის, რომლებიც აქედან არ უნდა გარბოდნენ,“ - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, განხორციელდება გარკვეული ინვესტიციები. გიორგიო ვაშაძემ აქვე ის კომპანიები დაასახელა, რომლებთანაც მისი გამარჯვების შემთხვევაში ითანამშრომლებს. ვაშაძის თქმით, სწორედ ასეთ შეთხვევაში იქნება დედაქალაქში განვითარება.  

„ვაპირებთ, მასწავლებლებში ინვესტიციის ჩადებას. ერთ მასწავლებლებში ინვესტიციის ჩადება ეს არის თაობებში ჩადებული ინვესტიცია.  ვაპირებთ, რომ ბილ გეითსის ფონდთან გვქონდეს პირდაპირი თანამშრომლობა, რომელსაც პროექტი აქვს - რამდენსაც დებ, ერთი იმდენს გიმატებს იმისთვის, რომ მასწავლებლების კვალიფიკაცია გაიზარდოს,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძემ აქვე ისაუბრა, ეკოლოგიური მხარის და მწვანე ზონების შექმნისა და განვითარების გეგმების შესახებაც.

დღის ამბები