პოლიტიკური ერთობა - ახალი საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი ვაშაძე, პარტიის დაფინანსებაზე საუბრობს.
„რაც გვაქვს დაფინანსება, ოფიციალურად რაც გვეკუთვნის დაფინანსება, ის გვაქვს და გარკვეული შემომწირველები, მეგობრები. რაც არის, ოფიციალურად არის აბსოლუტურად ჩვენთან ყველაფერი გატარებული,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ უკრაინაში ამ ეტაპზე ექსპერტია, რომელიც რეფორმებს ახორციელებს.
„მე ვფიქრობ, რომ უკრაინა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებისთვის,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.