20 აპრილი 2024,   04:09
ვრცლად
ფასების ზრდა ეს არის გაზრდილი სიღარიბე, ეს არის უმუშევრობა - ზურაბ ჭიაბერაშვილი

“ევროპული საქართველოში” ინვესტიციების კლებაზე საუბრობენ. ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ვითარება საგანგაშოა განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში. პარტიაში ამბობენ, რომ ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანაში ფასების კიდევ უფრო გაზრდას გამოიწვევს. ზურაბ ჭიაბერაშვილი ვითარებიდან გამოსავალს გადასახადების და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაში ხედავს.

“ფასების ზრდა ეს არის გაზრდილი სიღარიბე, ეს არის უმუშევრობა. ამ პრობლემების სათავე არის დაბალ ეკონომიკურ ზრდაში და ინვესტიციების კლებაში, განსაკუთრებით, ენერგეტიკის სფეროში. როცა საქმე მიდგება ხოლმე პენსიების ზრდაზე, ამისთვის ბიუჯეტში არასოდეს არ მოიძებნება თანხები, როდესაც ძალიან მაღალი არის პრემიებისა და დანამატების ხარჯი ბიუჯეტიდან. გამოსავალი აქედან, რასაც ევროპული საქართველო ვთავაზობთ მთავრობას, არის გადასახადების შემცირება, ბიუჯეტის ყაირათიანი ხარჯვა და მთავრობის მიერ ქამრების შემოჭერა,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დღის ამბები