19 აპრილი 2024,   01:34
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვარს მატარებლით გადაკვეთს

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვარს მატარებლით გადაკვეთს. განცხადება ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. 

სააკაშვილმა განაცხადა, რომ მხარდამჭერებთან ერთად მან ეს გადაწყვეტილება პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით მიიღო. 

"ჩვენი გეგმა იყო მკაფიო, მივემართებოდით საზღვრისკენ. ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც მოვიდნენ იმის მხარდასაჭერად რომ ქვეყანაში იყოს თავისუფლება და არ შეიქმნას ახალი დიქტატურა, მაგრამ ასევე არიან ტიტუშკებიც და არის პროვოკაციის გეგმა, რომელიც გაცხადებული იქნა სხვადასხვა პირების მიერ. პრეზიდენტი ადმინისტრაციის, ავაკოვისა და სხვა პირების მიერ. რათა თავიდან აცილებული იყო პროვოკაცია, გუშინაც ვითათბირეთ, ამ მომენტისათვის არ გვქონდა მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ახლა ყველა ვთანხმდებით, რომ ყველა გავემგზავროთ ერთად მატარებლით, რათა გადავკვეთოთ საზღვარი," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები