25 აპრილი 2024,   09:07
ვრცლად
„პოროშენკომ ამჟამად მძევლად აიყვანა მატარებლის ყველა მგზავრი"- სააკაშვილი მატარებლის უკრაინაში არშეშვებას აფასებს

„პრეზიდენტმა პოროშენკომ რკინიგზის ხელმძვანელობას უბრძანა, მატარებელი გააჩეროს. წარმოგიდგენიათ რა დონის იდიოტთან გვაქვს საქმე? ყველა ზღვარს გადასული საქციელია,“- ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა მატარებლის ბაქანზე გააკეთა. რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ მატარებელს ლვოვის მიმართულებით გამგზავრების უფლებას არ მისცემენ, თუ მას საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ დატოვებს.

„პოროშენკომ ამჟამად მძევლად აიყვანა ამ მატარებლის ყველა მგზავრი და განაცხადა, რომ ვერცერთი გაემგზავრება, მათ შორის არიან უკრაინის მოქალაქეები, აქვთ ბილეთები, მათ ფაქტობრივად, ხელბორკილები დაადო, წარმოგიდგენიათ ვისთან გვაქვს საქმე? პოროშენკოს ასე უნდა მართოს უკრაინა, ხალხი,"- აღნიშნა სააკაშვილმა. 

 

 

 

დღის ამბები