20 აპრილი 2024,   14:56
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილისთვის შექმნილი პრობლემები, უკრაინაში მიმავალ გზაზე

პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე, კრაკოვეცის გამშვებ პუნქტზე მოსალოდნელი პროვოკაციების გამო, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინაში მიმავალი მარშრუტი შეცვალა.

მან უკრაინაში ჩასვლა მატარებლით გადაწყვიტა და რკინიგზის სადგურზე ევროპელ და უკრაინელ დეპუტატებთან ერთად მივიდა. მატარებელში ასვლიდან რამდენიმე წუთში უკრაინის ხელისუფლებამ მიმართა პოლონეთს, რომ მატარებელი არ შევიდოდა მათ ქვეყანაში მანამ, სანამ სააკაშვილი არ დატოვებდა მას.

კრაკოვეცის მიმართულებით მატარებელი რამდენიმე წუთში უნდა წასულიყო, თუმცა, მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ რეისი აღარ შესრულდებოდა. უკრაინელმა ოპოზიციონერმა, იულია ტიმოშენკომ განმარტა, რომ გადაწყვეტილება პირადად უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ მიიღო.

მატარებლის გაჩერებიდან 20 წუთის შემდეგ ერვოპარლამენტარმასარიუშ ვოლსკიმ საკითხის გარკვევას პოლონურ მხარესთან ეცადა და განაცხადა, რომ მატარებელი დაიძვრებოდა, თუმცა, ის ამ დრომდე სადგურში დგას.

ამავე თემაზე
დღის ამბები