23 აპრილი 2024,   13:55
ვრცლად
"საქმე გვაქვს მძიმე ფსიქიკურ აშლილობასთან"- სააკაშვილი მატარებლის გაჩერებაზე საუბრობს

"საქმე გვაქვს კლინიკურ, მძიმე ფსიქიკურ აშლილობასთან,"- ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთში მას შემდეგ გააკეთა, რაც მატარებელს უფლება არ მისცეს, რომ უკრაინის მიმართულებით წასულიყო, სანამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მატარებელში იქნებოდა.

"2 მატარებელი ჰყავთ გაჩერებული. ბოლომდე შეშინებულები არიან, რა დონის გიჟებთან გვაქვს საქმე, რომ ორი მატარებელი ჰყავთ გაჩერებული. შეიძლება, რომ ორივე მატარებელში ერთად ვიყო,"- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეფასებით, უკრაინის ხელისუფლებას ხალხი არ აინტერესებს. ის პეტრო პოროშენკოს პასუხისმგებლობაზე საუბრობს. 

დღის ამბები