20 აპრილი 2024,   04:10
ვრცლად
ეს იყო პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ მისივე ხალხის წინააღდეგ დაგეგმილი ტერაქტი - უკრაინის "რადას" დეპუტატი

„ეს იყო პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ მისივე ხალხის წინააღდეგ დაგეგმილი ტერაქტი,“ - ასე შეაფასა უკრიანის რადას დეპუტატმა, ვიქტორ ჩუმაკმა, უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილება, რომელმაც გამოსცა ბრძანება, არ შეეშვათ უკრიანის ტერიტორიაზე მატარებელი „ინტერსიტი“, რომელსაც პოლონეთიდან უკრაინაში მგზავრები, მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და უკრაინის ოპოზიციის ლიდერი, იულია ტიმშენკო გადაჰყავდა.

„ფაქტობრივად, ეს არის საერთაშორისო გზის ბლოკირება, რასაც ეს ბრიგადა აკეთებს. შემიძლია ვთქვა, რომ ტერორიზმს ჰგავს, ჩვენ აქ მძევლებად აგვიყვანეს. პარლამენტარები და ჟურნალისტები იმ ადამიანების მძევლები ვართ, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს,“ - განაცხადა ვიქტორ ჩუმაკმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები