25 აპრილი 2024,   18:20
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის მომხრეები მისი უკრაინის მხარეს გადაშვებას ითხოვენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პოლონეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე კვლავ არ უშვებენ. ევროდეპუტატები, უკრაინის რადას დეპუტატები, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, მისი ოჯახის წევრები და ჟურნალისტები შეგინის გამშვებ პუნქტთან იმყოფებიან. ისინი ცდილობენ გაარკვიონ, თუ რა მიზეზით არ უშვებენ მიხეილ სააკაშვილს საზღვარზე.

თავად სამართალდამცველები და მესაზღვრეები აცხადებენ, რომ ტერიტორია დანაღმულია და სწორედ ამიტომ არ აძლევენ მიხეილ სააკაშვილსა და მის მომხრეებს უკრაინის მხარეს გადასვლის საშუალებას.

შეგინის გამშვებ პუნქტზე პოლონელმა მესაზღვრეება სააკაშილი უპრობლემოდ გაუშვეს, თუმცა, პრობლემები შეიქმნა უკრაინის გამშვებ პუნქტთან.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები უკრაინის მხარეს კვლავ არიან შეკრებილები და საქართველოს მესამე პრეზიდენტის საზღვარზე გადაშვებას მოითხოვენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები