23 აპრილი 2024,   20:28
ვრცლად
ეს ვინ ყოფილა პოროშენკო? იქცევა, როგორც პატარა ბავშვი რომელმაც მურაბა მოიპარა და გამოსვლა არ უნდა მაგიდის ქვემოდან - მიხეილ სააკაშვილი

„ეს ვინ ყოფილა პოროშენკო? 40 მილიონიანი ქვეყნის პრეზიდენტი იქცევა, როგორც მურაბას რომ პატარა ბავშვი მოიპარავს და გამოსვლა არ უნდა მაგიდის ქვემოდან, რომ დედა ან მამა არ გაუწყრეს," - ასე შეაფასა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო.

მისი თქმით, პეტრო პოროშენკოს იმდენად არ სურს, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში შესვლა შეძლოს, რომ მთელი დღის განმავლობაში სამარცხვინო საქციელს ჩადის.

"რაც არ უნდა გააკეთონ, მე ჩამოვალ უკრაინაში, რაც არ უნდა გააკეთონ, ყველა დამნაშავეს თავის ადგილს ვაჩვენებ და ციხეში გავუშვებთ," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ის მაინც ჩავა უკრაინაში და სამართლიანობას აღადგენს.

"ასე ვინ იქცევა? იმდენად ეშინია, რომ ფეხი არ შევყო, რომ ჰქონია, რომ დაინგრევა  ქვეყანა. თავს იჭრიან მთელი დღე, პოლონელები გვიყურებენ და დაგვცინიან,“

ამავე თემაზე
დღის ამბები