19 აპრილი 2024,   14:01
ვრცლად
უკრაინის გამშვებ პუნქტს განაღმვითი სამუშაოების დასრულების შემდეგ გახსნიან

პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე, შეგინის გამშვებ პუნქტზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს მესაზღვრეებმა განუცხადეს, რომ მათ გამშვები პუნქტის გავლა ქვეითად მხოლოდ მას შემდეგ შეეძლებათ, რაც ადგილზე განაღმვითი სამუშაოები დასრულდება.

„მუშაობას შეუდგნენ სპეციალისტები, ეროვნული პოლიცია, რომელიც ახორციელებს გამშვები პუნქტის შემოწმებას. როგორც კი სამუშაოები დასრულდება, განიბლოკება გამშვები პუნქტები და სიხარულით დაგელოდებით მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ კანონიერი საფუძველი, შესაბამისი დოკუმენტები, გაივლიან და დაფიქსირდება მათი გასვლა,“ - განაცხადა მესაზღვრემ.

მან აღნიშნა, რომ საზღვარზე მანქანების გადასვლა ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან გამშვები პუნქტის მეორე მხარეს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მრავალრიცხოვანი აქცია მიმდინარეობს. 

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა მესაზღვრეებისგან მათი ევაკუაცია მოითხოვეს, რაზეც უარი მიიღეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები