24 აპრილი 2024,   19:33
ვრცლად
ეს გაზულუქებული გენერლები მეტი აღარ დაგამცირებენ - მიხეილ სააკაშვილი მესაზღვრეებს მიმართავს

„არ გაბედოთ ჯარისკაცების მიერ დაღვრილი სისხლით სპეკულირება!“ - ასე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე ერთ-ერთ მესაზღვრე გენერალს მიმართა.

მან ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ მსგავსი გენერლებისა და კორუფციონერი მაღალჩინოსნების ბრძანებების შესრულება აუცილებელი არ არის.

„ეს თქვენი გაზულუქებული გენერლები აკეთებენ ყველაფერს, რათა მიიტაცონ ყველაფერი, ემსახურებიან ხელისუფლებას, რომელიც გართმევთ არსებობის უკანასკნელ საშუალებას.

„ეს გაზულუქებული გენერლები მეტი აღარ დაგამცირებენ, პოროშენკო მეტი აღარ დაგამცირებთ! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!“ - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა საზღვარზე მდგომ სამართალდამცველებს.

საქართველოს ექს-პრეზიდენტსა და მესაზღვრე გენერალს შორის საუბარი დაიძაბა კიდეც. 

ამავე თემაზე
დღის ამბები