23 აპრილი 2024,   19:52
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად, ავტობუსით სავარაუდოდ, ლვოვში გაემართა

მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად ავტობუსში ავიდა, რომლითაც ისინი სავარაუდოდ, ლვოვის მიმართულებით მიემგზავრებიან. ტერიტორია უკვე დატოვა მიხეილ სააკაშვილის იმ მხარდამჭერებმაც, რომლებიც ავტომობილებში გადანაწილდნენ. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ახლა უკვე უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება. სააკაშვილის მხარდაჭერებმა საზღვარი გაარღვიეს და საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ავტობუსით პოლონეთიდან უკრაინის საზღვართან რადას დეპუტატებთან ერთად გამოემგზავრა.

დღის ამბები