19 აპრილი 2024,   06:54
ვრცლად
„გადავწყვიტეთ, რომ ვიყოთ ის ასპარეზი, სადაც შესაძლებელი იქნება, ამ კომპრომისული დოკუმენტის შექმნა,“ - ანა დოლიძე კონსტიტუციაზე საუბრობს

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვიყოთ ის ასპარეზი, სადაც შესაძლებელი იქნება, ამ კომპრომისული დოკუმენტის შექმნა,“- ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, გიორგი მარგველაშვილის მიერ ოპოზიციისთვის კონსტიტუციის არსებულ ვერსიაზე მუშაობის შეთავაზებას.

„ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესი შევიდა ჩიხში. არ გამონახა რესურსი უმრავლესობამ, რომ ეწარმოებინა დიალოგი და შეექმნა კომპრომისული დოკუმენტი. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვიყოთ ის ასპარეზი, სადაც შესაძლებელი იქნება, ამ კომპრომისული დოკუმენტის შექმნა, მისი წარმოდგენა და შეთავაზება უმრავლესობისთვის, მისი შეთავაზება ასევე სხვა ჩვენი პარტნიორებისთვის. იქნება თუ არა მოტივირებული შენიშვნები, ეს გადაწყდება მაშინ, რაც ვნახავთ იმ კანონპროექტის ბოლო ვერსიას, რომელსაც მიიღებს უმრავლესობა,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

დღის ამბები