20 აპრილი 2024,   06:05
ვრცლად
საიდან ამხელა ფული „ევროპულ საქართველოს“? - ვაშაძე აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილი "ევროპულ საქართველოს" აფინანსებს

"ახალი საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი ვაშაძე თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ბიძინა ივანიშვილთან კავშირის გამო აკრიტიკებს.

„კეზერაშვილთან დაკავშირებით არასდროს არ გამოვირჩეოდი პოზიტიური შეფასებებით. ვფიქრობ, რომ სწორედ მსგავსი ადამიანები ყოველთვის პრობლემა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისთვის,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

გიორგი ვაშაძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას ეთანხმება, სადაც ნიკა მელია ამბობს, რომ დავით კეზერაშვილი "ევროპული საქართველოს" აფინანსებს. 

„ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან ჩვეულებრივად, როგორც ჩანს, დალაგდა ბიძინა ივანიშვილთან და მასთან ერთად აკეთებს ფულს,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ კეზერაშვილი „ევროპულ საქართველოს“ აფინანსებს.

„მეც მაქვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. საიდან ამხელა ფული „ევროპულ საქართველოს“? როგორც ჩანს, მას ჰყავს გულშემატკივრები, ხელისუფლებასთან დალაგების სანაცვლოდ კონკრეტული პარტიები ჩაიბარეს კონკრეტულმა ბიზნესმენებმა,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები