20 აპრილი 2024,   18:43
ვრცლად
ბრიჯიტ ბრინკი საპარლამენტო ოპოზიციას შეხვდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ბრიჯიტ ბრინკი საპარლამენტო ოპოზიციას შეხვდა. დეპუტატებმა ყურადღება საკონსტიტუციო ცვლილებებზე გაამახვილეს. „ნაციონალური მოძრაობის" წამომადგენლებს კი დამატებით შეკითხვები საქართველოს მესამე პრეზიდენტის თაობაზე ჰქონდათ.

„ერთი პარტიის მიერ მიღებული კონსტიტუცია ქვეყანაში შექმნის პოლიტიკურ კრიზისს. ეს არის ის შეხედულება, რომელსაც იზიარებს აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელი. მისი განცხადებით, მათ საქართველოს ხელისუფლებას მიმართა, რომ სცადონ, კონსესუსის მოძებნა ოპოზიციასთან,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციის წევრები ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლის ვიზიტის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

„ბრიჯიტ ბრინკი საქართველოს ძალიან კარგად იცნობს. ის აქ მუშაობდა მრავალი წელი, არის საქართველოს დიდი ხნის მეგობარი და ახლა მისი უშუალო მოვალეობაა მთელი რეგიონში შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის კოორდინირება, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივად კონტაქტზე ყოფნა და კარგია, რომ მან ახლა, არჩევნების წინ და სერიოზული გამომწვევების მქონე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მომენტში, გამონახა დრო და საქართველოში იმყოფება,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს" წევრმა, გიგა ბოკერიამ.

ამ წუთებში ბრიჯიტ ბრინკი პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება.

დღის ამბები