18 აპრილი 2024,   15:03
ვრცლად
უკრაინის ძალოვანების მიერ აღძრული საქმე - მივლენ თუ არა სააკაშვილის მხარდამჭერები დაკითხვაზე, უცნობია

უკრაინის პოლიციამ საზღვრის დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აქციის მონაწილეებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლონეთიდან უკრაინაში გადმოსვლის ფაქტს ესწრებოდნენ, ჩვენების მისაცემად დაკითხვაზე იბარებენ.

სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, შეგინის გამშვებ პუნქტზე საზღვარი უკანონოდ 60-მდე პირმა გადალახა, მათ შორის სახელდება მიხეილ სააკაშვილიც.

უკრაინის პრეზიდენტიც და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები მომხდარს დანაშაულს უწოდებენ, რომელიც მათი აზრით, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. თუმცა, დააკავებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს და მის მხარდასაჭერად მისულ დეპუტატებს ან აქტივისტებს, გამოძიების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის უკრაინაში ლეგალურად იმყოფება და პასპორტი, რომელიც მან უკრაინელ მესაზღვრეებს საზღვრის გადაკვეთისას მიაწოდა, მოგვიანებით, სამართალდამცველებმა მას ავტობუსის ჩხრეკისას მოპარეს.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, მას მოქალაქეობა უსამართლოდ წაართვა და საკუთარი და უკრაინელი ხალხის კონსტიტუციური უფლებების დასაცავად იბრძოლებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები