20 აპრილი 2024,   01:52
ვრცლად
"ქართული ოცნების" პოლიტიკური სიბრიყვე - საქართველოში სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებას აფასებენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ პოლონეთ-უკრაინის საზღვრის გადაკვეთას საქართველოში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეცდომაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საკუთარ თამაშში ის ქართული მხარის ჩათრევასაც ცდილობდა. ხუხაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ „გაბრიყვება“ პოროშენკოს ნაწილობრივ გამოუვიდა.

ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ახლა პოროშენკო ჩიხშია შესული ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება მისი მხრიდან, სააკაშვილის დაკავება იქნება.

საქართველოს ხელისუფლებისა და უმრავლესობის წარმომადგენლები დღეს სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მკაცრ მესიჯებს ავრცელებდნენ და უკრაინას ექსტრადირების საკითხზე აქტიური მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდებდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მთავრობისგან მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებასა და ქვეყანაში მშვიდობიანად ჩამოსვლის საშუალების მიცემას მოითხოვენ.

მესამე პრეზიდენტის პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს ხელისუფლებას „ევროპული საქართველოც.“

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვეს. გუშინ, 10 აგვისტოს კი ის თავის მომხრეებთან და რადას დეპუტატებთან ერთად, უკრაინაში შევიდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები