25 აპრილი 2024,   09:02
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - პრეზიდენტი ოპოზიციასთან ერთად კონსტიტუციის პროექტზე ერთობლივ ვერსიას შეიმუშავებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს კონსტიტუციასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. პრეზიდენტი ოპოზიციას კონსტიტუციის უკვე ორი მოსმენით მიღებულ პროექტზე საკუთარი ვერსიის შემუშავება სთავაზობს და ამით შანსს ხელისუფლებას კონსესუსის მიღწევისთვის აძლევს.

ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის დამტკიცებას „ქართული ოცნება“ სექტემბრის ბოლოს, არჩვენებამდე გეგმავს. 

საპარლამენტო და არასაპარალამენტო ოპოზიცია მზადაა პრეზიდენტის მიერ წამოწყებულ პროცესში მონაწილეობა მიიღოს და საერთო ტექსტის მიღებაზე იმუშაოს. საპარალამენტოს მსგავსად არასაპარლამენტო ოპოზიციასაც არ აქვს იმედი, რომ ხელისუფლება ამ შანსს გამოიყენებს.

მესამე მოსმენის დროს კონსტიტუციაში შინაარსობრივი ცვლილებების შეტანას კანონის კრძალავს. გამონაკლისი შემთხვევა იქნება, პროექტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადება, რის შემდეგაც, პოლიტიკური ნების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება უმრავლესობის მიერ მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინება. 

დღის ამბები