20 აპრილი 2024,   14:34
ვრცლად
სოფლის გასაჭირი - ხვითში სასმელი და სარწყავი წყლის დეფიციტია

კასპის რაიონის სოფელ ხვითის სასმელი და სარწყავი წყალი არ აქვს. არაერთი დაპირების მიუხედავად, ეს პრობლემა წლებია ისევ მოუგვარებელია. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის თავში წყლის სათაო ნაგებობა აშენდა და ჭაბურღილიც გაითხარა, წყალი ხვითში ისევ არ აქვთ, სასმელის გარდა სოფელში სარწყავ წყლის დეფიციტიცაა, რის გამოც მოსავალი თითქმის აღარ მოდის.

ერთადერთი ონკანი საიდანაც წყალი მოედინება სოფლის თავში დგას, ადგილობრივები ყვებიან რომ აქაც წყალი ყოველ დღე არ მოდის, გამონაკლის შემთხვევაში კი ის იმდენად დაბინძურებულია, რომ წყალს ვერც საჭმელში იყენებენ და ვერც დასალევად.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოფელში ჭაბურღილის გასაკეთებლად რამდენიმე ათასი ლარი 4 თვის წინ გამოიყო, სამუშაოები დაიწყო და მშენებლობის დიდი ნაწილი დასრულდა, თუმცა უშედეგოდ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მშენებლობის პროექტი არ არსებობს რის გამოც, ჭაბურღილის დაქსელვა ვერ ხერხდება.

პრობლემის შესახებ კარგად იციან ადგილობრივ გამგეობაში და პრობლემის მოგვარებას კი უახლოეს მომავალში ვარაუდობენ.

ავტორი: იზო ჩუბინიძე. 

დღის ამბები