24 აპრილი 2024,   22:53
ვრცლად
თუ პეტრო პოროშენკო სააკაშვილს დააკავებს, ის მორიგი იანუკოვიჩი გახდება - უცხოელი პოლიტიკოსები

უცხოელი პოლიტიკოსები, პოლიტოლოგები და ყოფილი მაღალჩინოსნები იმედოვნებენ, რომ უკრაინის ხელისუფლება დემოკრატიული გზით იმოქმედებ.

ამერიკის სახელმწიდო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დენიელ ფრიდი ფიქრობს, რომ თუ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, საქართველოს მესამე პრეზიდენტ სააკაშვილს დააკავებს, ის მორიგი იანუკოვიჩი გახდება, რადგან სწორედ ასე ებრძოდა წინა პრეზიდენტი საკუთარ ოპონენტებს.

რექს ტილერსონის სპეციალური წარმომაგენელი უკრაინის საკითხებში, კურტ ვოლკერი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს მოქალქეობის აღსადგენად სამართლებრივი ბრძოლის საშუალება უნდა მიეცეს.

საქართველოს ექსპრეზიდენტს მხარდაჭერას უცხადებს პეტრო პოროშენკოს ზოგიერთი თანაგუნდელიც. მისი პარტიის წევრი, სერგეი შეშჩენკო აცხადებს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით, არასწორად მოიქცა.

დასავლური საზოგადოება თვლის, რომ უკრაინას, რუსული აგრესიის მოგერიებასთან ერთად, ქვეყანაში კორუფციასთან სერიოზული ბრძოლა მოუწევს.

ამავე თემაზე
დღის ამბები