გიორგი მარგველაშვილი სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის, სავალუტო ფონდის პროგრამის, მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების განხორციელების საკითხები განიხილეს.
შეხვედრას პრეზიდენტის სასახლეში ესწრებოდნენ ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში.