24 აპრილი 2024,   20:26
ვრცლად
თავისუფალი მედიასივრცის დაცვა ხდის დემოკრატიას წარმატებულს - კურტ ვოლკერი

უკრაინაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, კურტ ვოლკერი, აცხადებს, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე მედიის თავისუფლების დაცვა აუცილებლად სჭირდება.

ის აღნიშნავს, რომ რუსთავი2-ის საქმეს იცნობს და მოხარულია, რომ ახლა ტელეკომპანია ფუნქციონირებს.

„გამოხატვის თავისუფლება და დებატები საზოგადოებაში დემოკრატიის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესია. ეს აქვს ყველა წარმატებულ დემოკრატიას. ამიტომაა მნიშვნელოვანი ის საქართველოსთვისაც. არ შევეხები დეტალებს. ვიცი, რა გადაწყვეტილება მიიღო ევროპულმა სასამართლომ რუსთავი2-თან დაკავშირებით და კარგია, რომ ეს ტელეარხი ფუნქციონირებს. დამოუკიდებლობა, თავისუფალი მედიასივრცის დაცვა და საზოგადოებაში შეხედულებების მრავალფეროვნება ხდის დემოკრატიას წარმატებულს,“ - განაცხადა კურტ ვოლკერმა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ბრიჯით ბრინქი, აცხადებს, რომ დემოკრატიული განვითარებისათვის პლურალისტულ მედიას ნებისმიერ ქვეყანაში განსაკუთრებული როლი აქვს.

„ნებისმიერ დემოკრატიაში, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც, უმნიშვნელოვანესია პლურალისტული მედიაგარემოს არსებობა, ამას ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ და ეს არის კარგი იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული,“ - განაცხადა ბრიჯით ბრინქმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები