20 აპრილი 2024,   18:07
ვრცლად
აზიური ფაროსანა და განადგურებული მოსავალი - სოფლის მეურნეობის მინისტრმა მოსახლეობა უპასუხოდ დატოვა

პარლამენტში  სოფლის მეურნეობის მინისტრმა აზიური ფაროსანათი დაზარალებულებს არ შეხვდა და არც კითხვებზე უპასუხა.

ლევან დავითაშვილმა საპარლამენტო ტრიბუნა სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ გამოიყენა, რაც საკანონმდებლო ორგანოში მყოფი მოსახლეობის პროტესტის მიზეზი გახდა. ის აგრარული კომიტეტის სხდომაზე სწორედ დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებზე სასაუბროდ მივიდა.

ლევან დავითაშვილმა არც საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ევროპულმა საქართველომ მის უწყებას ბიუჯეტში ბიუროკრატიული თანხების შემცირების ხარჯზე დაზარალებულებისთვის კომპენსაციების გაცემა შესთავაზა, თუმცა მინისტრმა მხოლოდ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოპონენტები პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულა. ლევან დავითაშვილი დღეს ამტკიცებდა, რომ ოპოზიცია წინასაარჩევნოდ დაზარალებულებს იყენებს.

ერთ თვეზე მეტია აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში თხილს და სიმინდს შეესია. თითქმის, მთლიანად არის განადგურებული წლევანდელი მოსავალი.

დღის ამბები