ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატი რუსთავში, ნინო იმედაშვილი, მისი გუნდის გეგმებზე საუბრობს.
„დღეს რუსთავში პრობლემები არის ზედაპირზე. ეს არის უმუშევრობა, უკიდურესი გაჭირვება, მოუწესრიგებელი გარემო და განვითარების უპერსპექტივობა,“ – აცხადებს ნინო იმედაშვილი.
არჩევანის ეთერში ნინო იმედაშვილმა აღნიშნა, რომ მისი გუნდის პროგრამა ამ პრობლემების მოგვარებაზეა ორიენტირებული. მისი თქმით, სოციალური პროგრამის ფარგლებში პენსია გაიზრდება, სოციალური ფონი გაუმჯობესდება.
მისი თქმით, ბიუჯეტიდან ადგილობრივი მთავრობა უსარგებლოდ ხარჯავს თანხებს.
„ოთხ წელიწადში 700 ათასი კილომეტრი გაიარეს, ანუ დედამიწას 10-ჯერ დაარტყეს წრე, ანუ ასეთი უსამართლო ხარჯების შემცირებით შესაძლებელია, უკიდურესადა გაჭირვებულ ადამიანებს დავეხმაროთ,“ - განაცხადა ნინო იმედაშვილმა.