17 აპრილი 2024,   00:42
ვრცლად
რუსთავი ინოვაციურ ქალაქად გადაიქცევა - პატრიოტთა ალიანსის მერობის კანდიდატი რუსთავში

„ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, რუსთავი ინოვაციურ ქალაქად გადაიქცევა,“ - ეს დაპირება რუსთავის მოსახლეობას პატრიოტთა ალიანსის მერობის კანდიდატმა რუსთავში, გელა ნაკაშიძემ, არჩევანის პირდაპირ ეთერში მისცა.

მისი თქმით, რუსთავი ძველ ინდუსტრიულ ბაზას შეინარჩუნებს, თუმცა, ამ ყველაფერს პარალელურად, კულტურული და სპორტული განვითარება მოჰყვება.

„ჩვენ დავიწყებთ იმ სოციალური პრობლემების დაკმაყოფილებას, გავზრდით პენსიებს, ჩავდებთ თანხებს სოციალურ განვითარებაში და გავზრდით რუსთავის ბიუჯეტს,“ - განაცხადა გელა ნაკაშიძემ.

ის აღნიშნავს, რომ რუსთავს პოლიტიკურ ცენტრად გადააქცევს.

დღის ამბები